17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
რუსული აგრესიის პირობებში მუდმივად მხარს ვუჭერთ უკრაინას, პარტნიორები მტკიცედ დგანან თქვენს გვერდით - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით შეხვედრებს განაგრძობს. ენტონი ბლინკენი კიევში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტს. განხილვის თემა უკრაინის აღმოსავლეთით რამდენიმე თვიანი დაძაბულობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იყო.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ  რუსული აგრესიის პირობებში მუდმივად მხარს დაუჭერს უკრაინას.

"უკრაინისთვის გარე მტრად რჩება რუსეთი, მაგრამ არსებობს შიდა მტერიც - გარკვეული ინდივიდების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ ვიწრო ინტერესებს ემსახურებიან - ვფიქრობ, უკრაინელი ხალხისთვის კორუფციის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთმა გაიყვანა ჯარის გარკვეული ნაწილი უკრაინის საზღვრიდან, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ადგილზე რჩება, რაც საფრთხის შემცველია. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის თავდაცვის კუთხით. ჩვენი აქ ყოფნა ორი ქვეყნის ღრმა ურთიერთობაზე მეტყველებს. ჩვენი რუსული აგრესიის პირობებში მუდმივად მხარს ვუჭერთ უკრაინას. ეს იყო მაშინაც, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთის მტრული ქმედებების მოწმე გახდა დონბასიც. პარტნიორები მტკიცედ დგანან თქვენს გვერდზე," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებს და ბლიკენთან შეხვედრაზე განხილულ იქნა პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში.

"შეხვედრისას ბატონ ბლიკენს ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენის უკრაინაში შესაძლო ვიზიტზე. არ ვიცი როდის შედეგება იგი, მაგრამ ეს ფორმატი მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. განვიხილეთ ვითარება შავი ზღვის რეგიონში, ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ. უსაფრთხოების საკითხი აზოვისა და შავი ზღვაში მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე საჯაროდ ჯერ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვიღებთ შეერთებული შტატებისგან მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ მხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, სასიამოვნოა პარტნიორობისგან მხარდაჭერის მიღება," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები