17 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების არქიტექტურა ბრიუსელმა გაანადგურა, მტრულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დავტოვებთ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დღეს სომხეთში იმყოფება.

შეხვედრებისას განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი გეოპოლიტიკური მოცემულობაა იქნება. 

ლავროვის თქმით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების არქიტექტურა, ბრიუსელმა გაანადგურა. მისი თქმით, მტრულ ნაბიჯებს რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს.

"რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების არქიტექტურა, რომელიც თავის დროზე უპრეცენდენტოდ განვითარებული იყო, ბრიუსელმა გაანადგურა. ეს უკრაინაში, ყირიმში მიმდინარე პროცესებს მოჰყვა, რაც ჩვენს დასავლელ კოლეგებს არ მოეწონათ, როცა რეალურად სწორედ ჩვენ უნდა გვქონოდა მათთან პრეტენზიები, უკრაინაში არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება რომ წაახალისეს. სანქციების ჯაჭვი, რომელიც მათ აშშ-თან ერთად რუსეთისთვის აამოქმედეს - გრძელდება, მტრულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დავტოვებთ.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს - ეს თემა დღეს დეტალურად განვიხილეთ, ამ მხრივ წარმატებას უდიდესი როლი ექნება სამხრეთკავკასიული გარემოს სტაბილიზაციაში. ჩვენ გადამწყვეტი როლი ვითამაშეთ ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ როდესაც ხალხი მშვიდობაში სარგებელს დაინახავს, სხვანაირად შეხედავენ ამ თემას, რომელსაც ახლა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ამწვავებს. ამ პროცესს არ სჭირდება პოლიტიზირება, იგი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს," - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები