ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ლევან ვასაძე არის პრორუსი და რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მას მაღალი შანსები ქართულ პოლიტიკაში არ აქვს.
"პრორუს ადამიანებს და პოლიტიკოსებს და დეკლარირებულ რუსულ აგენტურას, რაც ნაკლები მხარდაჭერა ექნება საქართველოში, ვიქნები ამით უფრო ბედნიერი. ვასაძე არც მალავს, რომ კრემლზე ამოდის მზე და მთვარე და ღიად ქადაგებს პრორუსულობას და იმას ლაპარაკობს, რაც რუსებს აწყობთ," - აცხადებს პარლამენტის წევრი და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
იგივე პოზიციას იზიარებენ "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე და "ევროპული საქართველოს" რეგიონული მდივანი ლაშა დამენიაც.