17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
თუ ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული - დავით მათიკაშვილი ლევან ვასაძეზე

ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება - "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. რაც შეეხება მის შანსებს, ამას, მათი თქმით, არჩევნები აჩვენებს.

"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც სურვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დაკმაყოფილებული ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, რომ გაიზომოს თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ელექტორატი, ასე რომ თუ კი ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები