17 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ვის დავუჭერთ მხარს? - მეუფე იაკობი "ახალ ძალებზე" საუბრობს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს მედიასთან პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა" - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

"თუ დავინახე, რომ ოპოზიცია ასე რუსეთისკენ მიგვათრევს, სხვა ძალებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ, მეორე ადგილზეც ვეღარ გავლენ," - ამბობს მეუფე იაკობი.

მეუფე იაკობის შეფასებით, ოპოზიციამ ქვეყანა ძალიან აურია.

"ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ ნახავთ. ისეთები იქნებიან გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ მიიღებენ მაგას, იმიტომ რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008- ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. რაც შეეხება გახარიას, გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს. შეიძლება "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას ლაიქს ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები