ერი - ამ სახელწოდების მოძრაობით ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის. ბიზნესმენის ლოზუნგია "ერთობა, რაობა, იმედი". ვასაძემ გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა, მას თანამოაზრეები არ წარმოუდგენია, თუმცა დააანონსა რომ ყავს გუნდი და მათ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.
"ალტინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია არ უარყოფს, რომ ლევან ვასაძესთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ ამის შესახებ ცნობილი 16 რიცხვში გახდება:
"მე ვარ "ალტინფოს" დამფუძნებელი და ქართულ მარშთან არანაირი კავშირი ამ მოძრაობას არ აქვს. ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ლევანთან და ვაპირებ თანამშრომლობას ინტენსიური რეჟიმში, ვინ წარმოდგება ამ ბირთვში ამას 16-ში ნახავთ," - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
"ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე აცხადებს რომ ეროვნული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალების შექმნას მიესალმება, თუმცა მისი თქმით რადგან ლევან ვასაძის პოლიტიკური ძალების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა ითანამშრომლებს თუ არა ამ ძალსთან.