17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
"ერთობა, რაობა, იმედი" - აბრევიატურა "ერი" - ლევან ვასაძე პოლიტიკურ ველზე შემოდის

"ერთობა, რაობა, იმედი" - აბრევიატურა "ერი" - სწორედ ამ სახელით შემოდის პოლიტიკურ ველზე ლევან ვასაძე, რომელსაც მესამე ძალის ამბიცია აქვს.

ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტი და კანონის გვერდის ავლით გათავისუფლებული პატიმრები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, ნამახვანჰესი - ეს არის ჩამონათვალი იმ საკითხების, რის გამოც ლევან ვასაძემ მისივე თქმით, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა. 

გეგმის მიხედვით, რაინდის ტიტულის მატარებელი ბიზნესმენის მთავარი მიზანი პრეზიდენტის ხალხისთვის დაბრუნება იქნება. ჩანაფიქრის განხორციელებას საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნით აპირებს. ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე თითქმის სამ საათიანი საუბრისას, პოლიტიკურ შეფასებებს უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე საკუთარი პარტიის სამომავლო გეგმებს. პასუხი გასცა მისი მისამართით დასმულ მთავარ კითხვას - იქნება თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა პრო რუსული.

ის, რომ ბიზნესმენის გადაწყვეტილებაში რუსული ინტერესები არ დევს, არ სჯერათ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ლევან ვასაძეს დაბალი შანსები აქვს.

ლევან ვასაძის მიერ პოლიტიკაში რეალური ცვლილებების განხორციელების გეგმას მოჰყვა შეფასებები მმართველი პარტიიდანაც. ”ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის უფლება ყველას აქვს. უმრავლესობის აზრით ბიზნესმენის რეალურ პოლიტიკურ შესაძლებლობებს არჩევნები აჩვენებს.

რუსეთთან დაკავშირებული და ქსენოფობიური განცხადებებით ცნობილი ბიზნესმენი ამტკიცებს რომ პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგება მხოლოდ პრო-ქართულ ინტერესებს გაატარებს. 

დღის ამბები