დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ლევან ვასაძე პრეზიდენტის თანამდებობაზე - "ღამის კურიერის" ეთერში ის ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
"გვჭირდება დემოკრატიული პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული ძლიერი პრეზიდენტი, ვისაც ხალხი აირჩევს," - ამბობს ბიზნესმენი.
წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს, ვასაძე პასუხობს :
"რადგან პოლიტიკაში შემოვედი, ეს შესაძლებელია, ისევე, როგორც ყველასთვის, ვინ პოლიტიკაში მონაწილეობს."