ოკუპაციისა და ბორდერიზაციის პარალელურად რუსეთიდან მომდინარე დამატებით საფრთხეებზე საუბრობს "კურიერთან" საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.
ორგანიზაცია დღეს მრგვალ მაგიდას გამართავს. ისაუბრებენ ოკუპანტი ქვეყნისგან ყოველდღიურად მომდინარე პრობლემებსა და გრძელვადიან საფრთხეებზე. განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხსაც, რომელიც მესამე სექტორის აზრით რუსეთზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.