"ქართული ოცნება" გერმანიაში ვიზიტს ასრულებს. დელეგაცია ბოლო შეხვედრას ფედერალური კანცლერის ოფისში გამართავს და ასევე შეხვდებიან სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის ექსპერტებს.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, შეხვედრის ფარგლებში გერმანელ პარტნიორებთან საუბარი შეეხება სტრატეგიულ საკითხებს.
აქამდე მმართველ გუნდს მოლაპარაკებები ჰქონდა გერმანელ კანონმდებლებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან. განხილვის მთავარი თემაა საქართველოს გეგმა, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს.