17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ევროპარლამენტი დიდად აფასებს საქართველოს რეფორმების კურსს - მარინა კალიურანდი

"ევროპარლამენტი დიდად აფასებს საქართველოს რეფორმების კურსს," – ამის შესახებ მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ განმარტა პირველ აპრილს მიღებული გზავნილი, სადაც რიგ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებაზე იყო საუბარი.

" გასათვალისწინებელია კონტექსტი. იმ პერიოდისთვის ჩვენ ჯერ ისევ პოლიტიკურ ჩიხში ვიყავით და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისე იმედისმომცემად არ გამოიყურებოდა, როგორც ეს რამდენიმე თვით ადრე იყო.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცალკეული ევროპარლამენტარების პირად განცხადებებს შორის განსხვავება, რაც შესაძლოა, სულაც არ გამოხატავდეს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას," – განაცხადა კალიურანდმა.

დღის ამბები