17 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ხვდება - ორბელიანების სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა

ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ხვდება. მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც

განხილვის თემა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებია. არ არის გამორიცხული კანონში სიახლე, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს.

"ქართულ ოცნებას" პრეზიდენტთან შეხვედრაზე მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე წარმოადგენენ. შეხვედრის დაწყებამდე არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეხვედრა უკვე დატოვა ვახტანგ გომელაურმა, მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

 

დღის ამბები