17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ეს კანონპროექტები ხელს უშლიან ჩვენს სამართლებრივ ბრძოლას თბილისსა და სტრასბურგში - 20 ივნისს დაზარალებული

20 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი დაზარალებულის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ წარდგენილი ორივე კანონპროექტი დაზარალებულების სამართლებრივ ბრძოლას ხელს უშლის.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტებით ფორმალური, თუ არაფორმალური მმართველებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშიშროება ჩნდება. 

"ეს კანონპროექტები ხელს უშლიან ჩვენს სამართლებრივ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თბილისსა და სტრასბურგში. ამ საქმეში როდესაც დაზარალებულადაც კი არ არიან ადამიანები ცნობილნი, ამნისტიაზე საუბარი, ჩვენი აზრით, სრულიად ზედმეტია.

"ქართული ოცნების" კანონპროექტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც გასცა ეს უკანონო ბრძანება და ამ უკანონო ბრძანების გამცემი პოლიციელები უნდა გათავისუფლდნენ.

ოპოზიციის კანონპროექტში არის ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდება ამნისტია, ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ანზორ ჩუბინიძე და ბიძინა ივანიშვილი, რომელთაც საერთოდ არ ეკავათ მაღალი თანამდებობები, მაგრამ, გონივრული ეჭვია, რომ ისინი იყვნენ  ბრძანების მთავარი გამცემები,"- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები