17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ დაზარალებულებს და ავუხსნათ ვითარება - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის და მისი პარტია მზად არის შეხვდეს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს და დეტალურად განიხილონ მათთან ერთად ამნისტიის შესახებ მომზადებული კანონპროექტი.

"არავინ არ აპირებს 20 ივნისის ისტორიის გადაწერას და თვალის დამთხრელების და მწამებლების ამნისტირებას. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ იმ მუხლზე, რომელიც ფორმალურად წარუდგინა პოლიციელებს ამნისტიას და ეს არ გამორიცხავს მომავალში პასუხისმგებლობას რეალური გამოძიების პირობებში იმ ხალხისთვის, ვინც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ამ ადამიანებს, ავუხსნათ ვითარება,"- განაცხადა მანჯგალაძემ. 

დღის ამბები