პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებზე მათ შესაძლოა საერთოდ არ ჰყავდეთ კანდიდატი, რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატს, იაგო ხვიჩია ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან სპეციფიკურ ურთიერთობაზე საუბრობს:
"თქვენ იცით, რომ ჩვენ სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან, ისინი ჩვენზე გაბუტულები არიან და მე თქვენ ახლა გითხრათ გაბუტულთაგან რომელს დავუჭერ მხარს, ეს სერიოზული არაა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.