მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია აუცილებელია იმისთვის, რომ 20 ივნისი მოვლენები აღარ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პაექრობისთვის.
ანრი ოხანაშვილი ხაზს უსვამს, რომ მხარეებმა აღებული ვალდებულება სრულად უნდა შეასრულონ.
"გვესმის, ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი. მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის პოზიცია, თუმცა შევთანხმდით და პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე და რთული დღე, იმისთვის, რომ ეს არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პაექრობისთვის. ადამიანების ბედით სპეკულირება არ მოხდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა და ისინი ახლა არ უნდა გაექცნენ ამ პასუხისმგებლობას,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.