25 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
ნიკა მელიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება - ლევან იოსელიანი მერობის კანდიდატებზე

პარტია "მოქალაქეებში" არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, ეყოლებათ თუ არა მერობის კანდიდატი. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, მაშინ ლევან იოსელიანის თქმით, კანდიდატი სწორედ პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი იქნება. რაც შეეხება ნიკა მელიას კანდიდატურისთვის მხარდაჭერას, მოქალაქეები ამას გამორიცხავენ:

"მე არ ვიცი, რას შეძლებს ნიკა მელია. აქამდეც განვაცხადეთ, რომ თუ ის იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ან რამდენიმე პარტიის კანდიდატი, მას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები