"ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, მათი სურვილია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ მოქმედი მერი იყოს, თუმცა მმართველი პარტია კახა კალაძის გადაწყვეტილებას ელოდება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კახა კალაძემ, შემდგომ კი უკვე ოცნების პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და წინასწარ პროგნოზების გაკეთება არასწორია. სარჯველაძე გუნდში კონსულტაციებს ელოდება.