17 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე - გიორგი ბოტკოველი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელიასთან საპატიმროში საერთო პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოს დასთანხმდეს.

"მელიას პოზიციები გირაოზე, ამნისტიაზე უცვლელია, თუმცა თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, ეს იქნება პოლიტპატიმრის გამოსასყიდი," - აღნიშნა ბოტკოველმა.

ბოტკოველის განცხადებითვე, ამ ეტაპზე ნიკა მელიას გადაწყვეტილი არ აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებს.

დღის ამბები