17 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
პრეზიდენტს ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება არ მოუხდენია, იმედია, გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი განწყობები, აპირებს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე ვეტოს დადებას, არ გამოუხატავს. 

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს საკუთარი არგუმენტები გააცნეს და იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არგუმენტებს გაიზიარებს. 

"აჟიოტაჟი კანონპროექტთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული, რადგან არაფერი განსაკუთრებული იქ  არ ყოფილა. ყველაფერი თავისი სამართლებრივი არგუმენტებით მოვუყევით პრეზიდენტს და რადგან სამართლებრივად არცერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია ეს კანონპროექტი და გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებისთვის ევროპის ქვეყნებში, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს ამ არგუმენტებს.

მას არ მოუხდენია ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება. მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა და მის დასკვნებზე მე წინაწარ ვერ ვილაპარაკებ. წინასწარ ვერ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე - თუ პრეზიდენტმა ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც, ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტებს ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, გააჩნია რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამის შემდეგ იმსჯელებს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი. თუ იქნება ისეთი საკითხები, რაც განხილვადია და რაციონალურ მსჯელობაში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიქტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ შეიძლება ვეტო დაედოს, არ არის,"- განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები