პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მივიდა. ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაა განთავსებული, პრემიერი მივიდა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ხვდება. განხილვის თემა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებია. არ არის გამორიცხული, კანონში სიახლე სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს.
მმართველი პარტიის კანონმდებლებთან ერთად, ორბელიანების სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც იმყოფებოდა, რომელმაც შენობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.