17 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა - როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პოზიციები შეცვალა.  ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება. თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ მელიას გათავისუფლებას მისი თანაგუნდელები უკვე უახლოეს დღეებში ელოდებიან. თანაგუნდელეები დღეს ბრალდებულს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდნენ.

მელიას პოზიციების ცვლილება წარუმატებელი პროვოკაციების დასრულებას ნიშნავს მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიიღო.

გირაოს გადახდა არ ცვლის იმ მოცემულობას, რომელიც ამნისტიის კანონის გარშემო არსებობს. პარლამენტი შეთანხმების საფუძველზე კანონს მაინც მიიღებს, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტი კი უკვე რეგისტრირებულია. ორივე რედაქცია პრინციპულად მიუღებელია 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებისა და აქციის მონაწილეებისთვის, რომლებმაც დღეს საერთო განცხადებაც გაავრცელეს.

დაზარალებულების პოზიცია ესმით მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს. თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ კანონის არ მიღებით მიღწეული შეთანმხება დაირღვევა, დოკუმენტი კი უკვე ხელმოწერილია პოლიტიკური პარტიების მიერ და ევროკავშირი მის იმპლიმენტაციას ელოდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციაში მზად არიან დაზარალებულებს შეხვდნენ.

როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს - ზუსტი თარიღი უცნობია. უქმე დღეების დასრულების შემდეგ კი, პარლამენტი ამნისტიის 2 კანონპროექტის შინაარსის განხილვას დაიწყებს.

დღის ამბები