რამდენიმე თვეში მერის სავარძელს დედალაქის ახალი მმართველი დაიკავებს. პარტიები მთავარი პოლიტიკური სვლის გასაკეთებლად ემზადებიან. კანდიდატები ჯერ არსად ჩანან, თუმცა შესაძლებლობების მოსინჯვა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს.
სახელისუფლებო კანდიდატს ერთად დაუპირისპირდნენ თუ ცალ-ცალკე, ეს პოლიტიკური დილემა ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია. ნაწილი ფიქრობს, ნაწილმა კი ღიად თქვა, რომ საერთო კანდიდატი მხარდაჭერილი არ იქნება.
პარტიული რეიტინგები და პოლიტიკური ამბიციები პოლიტიკურ პარტნიორებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც გაუხსენეს. იმაზეც მიანიშნეს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ერთადერთი გზა ოპოზიციური ძალების გაერთიანება და საერთო კანდიდატია. მათთვის გამარჯვების სტრატეგია ნიკა მელიაზე გადის.
"გირჩს" საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა პარტია მოქალაქეებისგან განსხვავებით, პარტიულ კანდიდატს არ განიხილავენ, თუმცა მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ საერთო კანდიდატის იდეას არ ემხრობიან. საპარლამენტო არჩევნების მსგავსად თვითმმართველობის არჩევნებზეც ძალებს სავარაუდოდ, დამოუკიდებლად ცდის პარტია "ლელო", თუმცა ამ საკითხზე დანარჩენ პარტიებთან პოზიციების შეჯერებასაც არ გამორიცხავენ.
"კურიერის" კითხვას ჩვეული იუმორით უპასუხა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ. წავა თუ არა სპორტიდან პოლიტიკაში უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარიამ შესაძლოა სწორედ აჩი არველაძეს შესთავაზოს თბილისის მერობის კანდიდატობა.
ქალაქის პირველობა ფეხბურთელს უკვე აქვს, თუმცა კახი კალაძე მეორედაც იბრძოლებს თუ არა მერობისთვის, გადაწყვეტილი არ არის.