პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა.
მათ განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი