რა ვიცით ფონდზე, რომელმაც ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა - ენმ-ს თავმჯდომარის თავისუფლებისთვის თანხა ევროკავშირში რეგისტრირებულმა ორგანიზაციმ - European Endowment for Democracy-იმ გამოყო.
ორგანიზაცია 2013 წელს ევროკავშირის (EU) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფუძნდა, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიას ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლის წევრი საქართველოც გახლავთ. ორგანიზაციის წესდებაში აღნიშნულია, რომ ფონდი მხარს უჭერს მათ, ვისაც ოფიციალურად მხარს ვერ დაუჭერენ სხვა დონორები და ევროკავშირში არსებული ინსტრუმენტები.
ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი.
ფონდის მმართველი საბჭო შედგება 43 წევრისგან, რომლის წევრებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, გალერ მიშელი და სხვები.