"ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" აღმასრულებელი დირექტორი იეჟი პომიანოვსკი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს ტვიტერზე გამოეხმაურა.
"ამაყი და ბედნიერი ვარ რომ "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და იმედი მაქვს, რომ ეს გზას გაუკვალავს უფრო ფართო რეფორმებს" - წერს "ევროპული ფონდის" დირექტორი.
შეგახსენებთ, ენმ-ს თავმჯდომარის თავისუფლებისთვის თანხა ევროკავშირში რეგისტრირებულმა ორგანიზაციმ - European Endowment for Democracy-იმ გამოყო.
ორგანიზაცია 2013 წელს ევროკავშირის (EU) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფუძნდა, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიას ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლის წევრი საქართველოც გახლავთ. ორგანიზაციის წესდებაში აღნიშნულია, რომ ფონდი მხარს უჭერს მათ, ვისაც ოფიციალურად მხარს ვერ დაუჭერენ სხვა დონორები და ევროკავშირში არსებული ინსტრუმენტები.