"ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ" - ამ ლოზუნგით აღნიშნავენ ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს.
თუმცა წელს, პანდემიის გამო, ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი შეასრულებენ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებს, რომლის პრეზენტაცია, ასევე ონლაინ გაიმართება. 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, ევროპაში მშვიდობას და ერთობას აღნიშნავენ.