17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისთვის მუშაობას იწყებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზია.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კოდექსში შესატანი ცვლილებების "ოცნებისეულ" კანონს ვეტოს არ დაადო, შეთანხმების ხელმომწერმა ოპოზიციურმა ძალებმა გადაწყვიტეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისთვის მუშაობა დაიწყონ.

მათი თქმით, უახლოეს პერიოდში კონსულტაციებს გამართავენ და კანონპროექტს უქმეების დასრულების შემდეგ ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს "გირჩს", მათი თქმით, ისინი აპირებენ მხოლოდ ისეთ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა, რომლის შედეგიც რეალური საკანონმდებლო ცვლილებები იქნება. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას შეფასებით, ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე უარის თქმამ ძალიან დააზიანა თვითონ პრეზიდენტი, რადგან ის ამ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა.

ვეტოს არ გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტზე რაიმე ზეწოლას უარყოფენ მმართველ პარტიაში.  სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებელ პრეზიდენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს კი ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობასთან შედარებით გაცილებით ლიბერალურს უწოდებს.

დღის ამბები