ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები 9 მაისს ევროპის დღეს ზეიმობენ.
საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და პარტნიორები ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართულ ენაზე ერთობლივ ვიდეოგზავნილს ავრცელებენ.
"ჩვენ, "ევროპის გუნდის" წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!" - აღნიშნულია განცხადებაში.