17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს - კარლ ჰარცელი

9 მაისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია - ევროკავშირი ევროპის დღეს ზეიმობს. პარალელურად, დღეს აღინიშნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა, რაც წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, იმ ფონზე, რომ სწორედ ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიტიკურ კონსენსუსს. ასევე, 3 წელი რჩება 2024 წლამდე, როცა ქვეყანა წევრობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ თანამშრომლობას შეუძლია ომსა და კონფლიქტებს აჯობოს და სწორედ ამ იდეის არსებობა იზეიმება დღეს - ევროპის დღეს.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ის ამაყობს, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს.

"დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები