17 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
მომდევნო კვირიდან პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტის განხილვას იწყებს - მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას

მომდევნო კვირიდან პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტის განხილვას იწყებს. მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას - რამდენიმე დღეში ოპოზიციის და უმრავლესობის ორი ინიციატივა კომიტეტებზე გავა. 

ენმ-ს წევრის გიორგი ხვედელიანის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ამნისტიის კანონპროექტის მიღება მხოლოდ იმიტომ სურს, რომ 20 ივნისის საქმეში ფიგურანტი სამართალდამცავები შეიწყალოს. იმავე პოზიციაზეა "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ გეგელიაც.  

რაც შეეხება "გირჩს", პოლიტიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ იმ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, რომელიც შეთანხმებისთვის გამოდგება.

დღის ამბები