17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
გერმანიისგან კომპენსაციის სახით გადმორიცხული თანხა ომის მონაწილეთა ოჯახებზე გადანაწილდეს - "ლეიბორისტები" კანონპროექტს ამზადებენ

"ლეიბორისტული პარტია" ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, გერმანიისგან კომპენსაციის სახით გადმორიცხული ხუთი მილიარდი ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, მონაწილეთა ოჯახის წევრებსა და მემკვიდრეებზე გადანაწილდება. 

"ლეიბორისტების" ლიდერი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომში ევროპისა და გერმანიის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად საქართველომ, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

"გერმანიის მთავრობა, დღემდე აგრძელებს მილიარდიანი კომპენსაციების გადახდას დაზარალებულებისთვის. ყველას აუნაზღაურეს კომპენსაცია, ჩვენს გარდა.

"ლეიბორისტული პარტია" ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ხუთი მილიარდი, გერმანიიდან გადმორიცხული კომპენსაცია გადანაწილდება ომში დაღუპულთა შთამომავლებზე, ომში მონაწილეთა ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზე, კონცლაგერებში მყოფ პირებზე, ან სხვაგვარად დაზარალებულ ყველა სუბიექტზე," - განაცხადა "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები