დღეს, 16 საათზე ოპოზიცია პოლიტიკური პარტია "ლელოს" ოფისში შეიკრიბება. შეკრების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებებია.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება და ამისთვის, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვეტოს დადების თაობაზე კონსულტაციებს აწარმოებდა. თუმცა, პრეზიდენტმა ვეტოს დადებაზე უარი განაცხადა.