პარტია "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, მსჯელობის მთავარი თემა საარჩევო რეფორმა იყო.
მათი განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექნებათ კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ აისახოს ევროპული მედიაციით "ქართულ ოცნებასთან" მიღწეული შეთანხმებები რეალობაზე, რაც ახალ საარჩევო ადმინისტრაციას და განახლებულ კომისიებს ეხება. მათივე თქმით, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებით, ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ არჩევნებამდე, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განმარტეს, რომ ცვლილებები არ ეხება ერთ კონკრეტულ საკითხს და ეს ხანგრძლივი მსჯელობის საგანია.
მათივე თქმით, ბევრ კომპლექსურ ცვლილებაზე შეჯერდნენ და ხვალ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მომზადებულები მიდიან.
შეხვედრიდან გამოსულმა "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა კი თქვა რომ მან კოლეგებს გააცნო იდეა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება "გარმონი ბიულეტენი", რაც არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების ალბათობას გაზრდის.