07 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქუთაისში - გამარჯვებულებს 12 მაისს გამოავლენენ

8-დან 12 მაისამდე ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს. ქუთაისი ფესტივალს წელს პირველად მესხიშვილის თეატრში მასპინძლობს. ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები მსოფლიოდან შეარჩიეს და საუკეთესოს 12 მაისს გამოავლენენ.

ფილმების ფესტივალი საგანმანათლებლო ღონისძიებასაც მოიცავს. მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი კინორეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები.

გამარჯვებული - საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ფილმის ნომინანტები ჯილდოს "ოქროს დინოზავრს" მიიღებენ.

 

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები