რა ზარალი მიაყენა მორიგმა სტიქიამ კახეთს, კონკრეტული მონაცემები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
ახმეტის სოფლებში, ძირითადად, ვენახები და ხეხილის ბაღებია დაზიანებული, საგარეჯოში ხეებია წაქცეული, გურჯაანში კი ადიდებული მდინარეები საავტომობილო გზებზე გადავიდა.
კახეთი ბოლო 10 დღის განმავლობაში სტიქიამ უკვე სამჯერ დააზარალა.