02 სექტემბერი 2026,   04:44
ვრცლად
მესამე ტალღის მართვისთვის დღეში 5500 აცრის გაკეთებაა საჭირო - ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში იმუნიზაციის კაბინეტებს ამატებს

აცრის ტემპების დასაჩქარებლად, ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში იმუნიზაციის კაბინეტებს ამატებს.

მიმდინარე კვირაში არსებული რაოდენობა დამატებით 40 ადგილით უნდა გაიზარდოს. სპეციალისტების ინფორმაციით, მესამე ტალღის მართვისთვის მნიშვნელოვანია, მაისში დღეში 5500 აცრა მაინც გაკეთდეს.

პარალელურად, დღეიდან Astrazeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაცია იწყება. ამ კვირაში კი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდპასპორტის ელექტრონული ვერსია უნდა წარედგინოს. კოვიდპასპორტი ორი დოზით აცრილ პირებს გადაეცემათ და ის მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს.

ამ დროისთვის, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებააკოვიდპაციენტებით გადატვირთულია კლინიკები.

დღის ამბები