დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი იწყება.
დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის, პრეზიდენტთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და და პირველ ვიცეპრემიერთან.
ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - ქვეყნების მთავრობებს შორის "ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" და მემორანდუმს, რომელიც კულტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სკოპიეში ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილი აპირებს შეხვდეს ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.