25 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
24 გარდაცვლილი, 549 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით      322 468 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით 24  ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას 4305 ადამიანი ემსხვერპლა. 

განახლდა გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც - კორონავირუსი დაამარცხა 1439​-მა ადამიანმა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 302 428 შეადგინა. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9535, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5665, PCR  ტესტით - 3870.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,76% , ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - - 6,48%.

სულ აცრილია - 62 447, დღიურად აცრილია - 1089.

კარანტინის რეჟიმში - 69.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4481.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები -  784.

დღის ამბები