17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ნიკა მელიას გათავისუფლებას პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპატიმროსთან ელოდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპატიმროსთან ელოდებიან.

ისინი რუსთავში დილიდან იმყოფებიან და ამბობენ, რომ გუნდი პოლიტიკურ დღის წესრიგზე ფიქრს და მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მათი ლიდერი გათავისუფლდება.

ოპოზიციის მტკიცებით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით დადასტურდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი და სამართლიანი. მისივე თქმით, ევროკავშირი ნიკა მელიას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს. 

დღის ამბები