"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლებას პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპატიმროსთან ელოდებიან. როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ნიკა მელია ხვალიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთვება.
"როგორც ნიკა მელია ამბობდა, ვერ დამიჭერთო, ის ვერც დაიჭირეს და მხოლოდ დროებითი მძევალი იყო. ის მალე გამოვა საპატიმროდან და ხვალიდანვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
"ენმ-ს" წევრები რუსთავში დილიდან იმყოფებიან და ამბობენ, რომ გუნდი პოლიტიკურ დღის წესრიგზე ფიქრს და მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მათი ლიდერი გათავისუფლდება.
ოპოზიციის მტკიცებით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდით დადასტურდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.