სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირებულ კანონპროექტში უკვე ასახულია. რეკომენდაციების ნაწილის ასახვა კი, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოხდება მაშინ, როდესაც ამ კანონპროექტის ირგვლივ უკვე უშუალოდ საკომიტეტო მოსმენები და განხილვები დაიწყება.
"რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, აქ რომ დავაახლოვოთ ჩვენი წარმოდგენები; ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა მასშტაბით და ფორმით შეიძლება ეს მოხდეს. გვექნება უფრო გამართული მუშაობა ადმინისტრაციის, უფრო გამართული სისტემა საჩივრების განხილვის," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.