17 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება, ვულოცავ ნიკას - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს.

ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. 

"კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ვულოცავ ნიკას, მის ოჯახის წევრებს, ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, მადლობა ევროპას, ამერიკას. ორკვირიანი ნერვების აშლილობის შემდეგ უნდა დავმშვიდდეთ, ოპოზიციურ ფლანგზე თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ, რადგან ერთი პარტია არ ვართ. მესამე ცენტრიც იქნება, ყველაფერი კარგად იქნება და "ქართული ოცნებაც" ხელისუფლებას ჩამოშორდება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

დღის ამბები