"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოზე დათანხმება მოუწია, რადგან ევროკავშირმა მიხეილ სააკაშვილს რუსული სცენარის განვითარების შესაძლებლობა არ მისცა.
"ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად, როდესაც არავის არ მიეცემა კანონის დარღვევის შესაძლებლობა და თუკი დაარღვევს, კანონის აღსრულება ხდება.
ჩვენ ყველა ვუყურებდით, როცა ბაქიბუქობდა ვერ დამიჭერთო - დააკავეს, ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს წაგლიჯა ხელიდან რუსული სცენარის შესაძლებლობა, გადაიხადა გირაო და მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.