17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროკავშირი გირაოს პოლიტპატიმრებს არ უხდის

ევროკავშირი გირაოს პოლიტპატიმრებს არ უხდის - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. თუ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ევროპელი პარტნიორების ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის აღიარებაა, უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამით ევროკავშირმა ქართული მართლმსაჯულების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

"ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს, ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი და სამართლიანი და მას არ აღიქვამს როგორც პოლიტპატიმარს. მიუხედავად ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული პარტიები აგრძელებენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და შურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები