"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტები და ახლობლები ციხის ჭიშკართან ელოდებოდნენ, თუმცა პოლიტიკოსს საპყრობილე სულ სხვა კარიდან დაატოვებინეს. ამის გამო მის გამოსვლას ჟურნალისტების ჩოჩქოლი მოჰყვა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა, დასანანია. ელემენტარული საკითხი იყო ამ ყველაფრის ორგანიზება. ფაქტობრივად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო.
არავინ მიიღოს საკუთარ თავზე, ციხის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, ალბათ, მათ ეს დავალება ჰქონდათ. მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პატიმარს. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა, ყველას ვუსურვებ გათავისუფლებას და საკუთარ ოჯახთან ყოფნას. ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები მელიას გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.