საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოლეგას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
განცხადებების გაკეთებამდე გაფორმდა ორი დოკუმენტი - მათ შორის მთავრობებს შორის ვიზის გაუქმებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. სკოპიეში ყოფნისას პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებს და ხელოვანებსაც შეხვდება.