20 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
მკვლელობა ყოფილი დეპუტატის ფერმაში - რა გახდა მწყემსებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რომელსაც 39 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ასპინძაში მწყემსებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მოკლულია 39 წლის მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში იმავე ფერმაში მომუშავე 60 წლის მწყემსმა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ფაქტს ფერმის ათამდე თანამშრომელი შეესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის საბერჯან სოტოროვი ფერმაში მუშაობდა, რა დროსაც იქ მომუშავე ვახტანგ კევლიშვილმა თანამშრომელ ქალებს დამცირება დაუწყო. სოტოროვმა კევლიშვილს დამშვიდება სთხოვა, რაც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფერმა, სადაც მკვლელობა მოხდა, ყოფილ დეპუტატს, რამაზ თედორაძეს ეკუთვნის, რომელიც ერთ დროს ასპინძის მაჟორიტარი იყო "ლეიბორისტული პარტიიდან".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები