"ბუქარესტის ცხრიანის" ვირტუალურ კონფერენციაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მონაწილეობდა, კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, გაღრმავდეს ურთიერთობები ცენტრალური ევროპის, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
"ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში მონაწილება მიიღეს პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის პირველმა პირებმა. საერთო დეკლარაციაში საუბარია საქართველოზეც.
"ჩვენ ვაგრძელებთ თანამოაზრე პარტნიორებთან მუშაობას. განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში. ერთგულნი ვრჩებით დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის. ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნული ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სწრაფვას ექნება ხელშეწყობა და მტკიცე მხარდაჭერა,"- აღნიშნულია დოკუმენტში.