საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მაკედონიაში გრძელდება. სალომე ზურაბიშვილს დღეს კიდევ რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
გუშინ ის მაკედონიის ვიცეპრემიერს შეხვდა და მათ ყვავილებით ერთად შეამკეს მემორიალი.
სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტში ასევე მონაწილეობს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძეც.